რეფლექსია
2018 სასაწავლო წლის მეორე სემესტრიდან, თებერვლის დასაწყისში,
ჩამოყალიბდა და დაიწყო მუშაობა ქართული ენის წრემ „მაშველები“. განცხადების საფუძველზე
წრეში გაერთიანდნენ მსურველები, დაკონკრეტდა წევრების სია, წევრებთან ერთად შევიმუშავეთ
მუშაობის პროგრამა და დავაზუსტეთ სამუშაო განრიგი. წრის მუშაობას ჰქონდა თავისი მიზნები,
რაც გამომდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმიდან და ორიენტირებული იყო შედეგზე: მოსწავლეებმა
გამოავლინეს მიდრეკილებები და შესაძლებლობები, გაიღრმავეს გაკვეთილზე მიღებული უნარ-ჩვევები
.
წრის მუშაობის
პროცესში მოხერხდა დასახული მიზნების მიღწევა . ჩვენი ძირითადი მიზანი იყო,
უარი ვუთხრათ შეცდომებს, ვიყოთ ენის სიწმინდის დამცველები, მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ
ქართულ ენას. მოსწავლეებმა გაიღმავეს გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და უნარ ჩვევები იმუშავეს
მართლწერასა და მართლმეტყველებაზე, გაიღრმავეს ანალიზის, ძიების, ინიციატივის წარმოჩენის
უნარები, დავგეგმეთ და ჩავატერეთ ღონისძიება დედაენის დღესთან დაკავშირებით, გამოვუშვით
კედლის გაზეთი, სქემა „სწორია არასწორია“ , მიღებულ ცოდნას, უნარ- ჩვევებს გამოიყენებენ
პრაქტიკაში და საერთოდ, უარს ვეტყვით შეცდომებს. ესეიგი წრის მუშაობის მიზანი შორს
გამიზნულია და თავისთავად ორიენტირებულია შედეგზე.
გეგმის შესაბამისად წარიმართა აქტივობები, მუშაობდნენ
ტექსტის რედაქტირებაზე, აკეთებდნენ შეცდომების ანალიზს, აკვირდებოდნენ ერთმანეთის,
თანაკლასელების წერასა დამეტყველებას, მედია საშუალებების ენას, აკეთებდნენ თვითკონტროლსა
ურთიერთკონტროლს, მოამზადეს ღონისძიებაც, ისწავლეს ლექსები, გამონათქვამები ენაზე,
შეეჯიბრენ ერთმანეთს სინონიმების, ომონიმების, ფრაზეოლოგიზმების ახსნასა და განმარტებაში,
გამოიყენეს ბლიც კითხვები, ჩაინიშნეს საზაფხულო დავალებები.
წარმატებული იყო ტექსტის რედაქტირებაზე მუშაობა იმიტომ
რომ აკვირდებოდნენ ყველა ტპის შეცდომას, დიდი ინტერესით აკეთებდნენ შეცდომების ანალიზს,
ასევე გულდაგულ იმუშავეს კედლის გაზეთისა და სქემების გამოშვებაზე, ამით მათ ჩამოუყალიბდათ,
ხელთარსებული მასალის სისტემაში მოყვანის უნარი.
საბოლოო ჯამში მოსაწავლეემა გაიღრმავეს ცოდნა მართწერისა
და მართმეტყველების შესახებ, ცდილობენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და დაიცვან ქართული ენა. შეკმნილი იყო კეთილგანწყობილი
გარემო, მუშაობა ეფუძვნებოდა ურთიერთთანამშრომლობისა და თანასორობისა პრინციპებს, მოსწავლები
თამამად გამოთქვამდნენ საკუთარ აზრებს. იყენებდნენ მრავალფეროვან რესურსს, სხვადასხვა
ლიტერატურას, თავად ქმნიდნენ რესურს. თუმცა მუსაობის პროცესში გვჭირდებოდა მეტი თაბახის
ფურცელი, ბარათები, შესაბამისი ლიტერატუღა, ვფიქრობ, ამმხრივ მომავალში გავითვალიწინებ
გარკვეულ საკითხებს, უფრო მეტად გამოვიყენებთ ტექნიკურ საშუალებებს.
მუშაობის პროცესში არ დაგვჭირვებია პროგრამის მოდიფიცირება.
წრის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მუშაობა ისევ გავაგრძელოთ და ჩავრთოთ უფრო სახალისო
აქტივობები, მათ შორის ექსკურსია, ცნობილი მწერლების სახლ- მუზეუმებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий