среда, 21 февраля 2018 г.

ქართული ენის წრ ე ‘’ მ ა შ ვ ე ლ ე ბ ი ‘’


ქართული      ენის          წრ     
‘’ მ ა შ ვ ე  ლ ე ბ ი ‘’
        ,,ქართული ენის  სიწმინდის დაცვისათვის ბრძოლა, ისეთივე საპატიო

საქმეა, როგორც ხმლით დაცვა საკუთარი სამშობლოსი’’ კ. გამსახურდიას  ეს სიტყვები კიდევ  ერთხელ  შეგვახსენებს, რომ  ჩვენს ენას დაცვა და გაფრთხილება  სჭირდება.

 რატომ   ვუშვებთ შეცდომებს?  ხშირად  ისმება ეს კითხვა.საგაკვეთილო პროცესში ამ საკითხებს დიდ ყურადღებას ვუთმობთ, ბევრს ვმუშაობთ,  მაგრამ შეცდომები მაინც არის, წინ გამოცდებია,ესეცრომ არ იყოს. რატომ  უნდა  ვწეროთ და ვიმეტყველოთ  არასწორად? ამიტომაც  უარი ვუთხრათ შეცდომებს, ვიყოთ ენის  სიწმინდის დამცველები, მაშველები,მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ ქართულ ენას. სწორედ ესაა წრის ჩამოყალიბების მიზანი და  სახელწოდებაც ამის მიხედვით შევარჩიეთ. საგნით დაინტერესებული მოსწავლეების ინიციატივით დაიწყო წრემ მუშაობა, მათვე მიიღეს აქტიური მონაწილეობა  პროგრამის შემუშავებაში,გავითვალისწინე მათი ინტერესები,ცოდნის დონე, ასაკი და, იმედია,მუშაობა შედეგს გამოიღებს.

წრის დევიზია: დავიცვათ ენის სიწმინდე .

წრის მუშაობის მიზნები:
1.მოსწავლეთა მიდრეკილებების გამოვლენა .
2. გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევბის განმტკიცება
3. ქართული ენის სიწმინდის დაცვა, მართლწერა და მართლმეტყვება
4. მოსწავლეებში დამოუკიდებლობის , ანალიზის, ძიების, ინიციატივის წარმოჩენის უნარის გამომუშავება .
5. ღონისძიებათა დაგეგმვა, სქემებსა და კედლის გაზეთზე მუშაობა .

მუშაობის ხანგრძლივობა-ერთი აკადემიური საათი

შედეგზე ორიენტირება: მოსწავლეები გამოავლენენ მიდრეკილებებსა და შესაძლებლობებს, გაიღრმავებენ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნასა და უნარ- ჩვევებს , იმუშავებენ მართლწერის სავარჯიშოებზე, ტექსტის რედაქტირებაზე, სწორ მეტყველებაზე, განამტკიცებენ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებს, გამოუშვებენს კედლის გაზეთს, სქემას „სწორია-არასწორია“ , დაგეგმავენ დედაენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას. პროგრამა კავშირშია ესგ-თან.

მიმათულება-წერა, კითხვა , ზეპირი მეტყველება

Комментариев нет:

Отправить комментарий